გამოწერა

გამოწერა

გამოიწერე შემოთავაზებები

გამოწერა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოგესალმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკის საიტზე

თქვენი კონფიდენციალობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის! 

m|group მოწოდებულია, პატივი სცეს თქვენი კონფიდენციალობის დაცვას ნებისმიერი და ყველა ინფორმაციის მიმართ, რასაც ჩვენ შევაგროვებთ ჩვენს ვებგვერდზე მუშაობისას. კონფიდენციალობის ეს პოლიტიკა მოქმედებს საიტისათვის www.mgroup.ge (შემდგომში "ჩვენს", "ჩვენ", ან "www.mgroup.ge"). ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალობის და ვალდებულებას ვკისრულობთ, რომ საიდუმლოდ დავიცვათ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. ჩვენ მივიღეთ კონფიდენციალობის ეს პოლიტიკა („კონფიდენციალობის პოლიტიკა“), რათა განვმარტოთ, თუ რა ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს ჩვენს ვებგვერდზე, როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას და რა პირობებით შეგვიძლია ამ ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარეებისათვის. კონფიდენციალობის ეს პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ვებგვერდის საშუალებით და არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რასაც ჩვენ რომელიმე სხვა წყაროებიდან შევაგროვებთ.

- ვებგვერდის ვიზიტორები -

ვებგვერდის ოპერატორთა უმეტესობის მსგავსად, m|group-იც აგროვებს არაპერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომს ხდიან ვებ ბრაუზერები და სერვერები, და როგორებიცაა ბრაუზერის ტიპი, უპირატესი ენა, მინიშნება საიტზე, და თითოეული ვიზიტორის მოთხოვნის თარიღი და დრო. m|group-ის მიზანი არაპერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის შეგროვებაში არის იმის უკეთ გაგება, თუ როგორ სურთ m|group-ის ვიზიტორებს მისი საიტით სარგებლობა. m|group-ს შეუძლია პერიოდულად გასცეს არაპერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია სრულად, მაგალითად - გამოაქვეყნოს ანგარიში ვებგვერდის სარგებლობის ტენდენციების შესახებ.

m|group ასევე აგროვებს პოტენციურად პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას, როგორიცაა რეგისტრირებული მომხმარებლების ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართებს. რეგისტრირებული მომხმარებლების ინტერნეტ-პროტოკოლის (IP) მისამართებს m|group ამჟავნებს მხოლოდ ისეთივე პირობებით, როგორითაც იგი იყენებს და ამჟღავნებს პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.

- პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის შეგროვება -

m|group-ის ვებგვერდის ზოგოერთი ვიზიტორი ამჯობინებს იქონიოს ურთიერთობები m|group-თან იმ საშუალებებით, რომლებიც ითხოვენ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის შეგროვებას. იმ ინფორმაციის ტიპები და მოცულობები, რომლებსაც m|group აგროვებს, დამოკიდებულია m|group-სა და მისი ვებგვერდის ვიზიტორებს შორის ინტერაქციების ხასიათზე. მაგალითად, ვიზიტორებს, რომელთაც სურს მიიღონ საინფორმაციო ბიულეტენები http://www.mgroup.ge-ის მეშვეობით, ჩვენ ვთხოვთ, რომ გვაცნობონ თავიანთი სახელი, გვარი და ელ.ფოსტის მისამართი.

- უსაფრთხოება -

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონულად შენახვის არც ერთი მეთოდი არ გახლავთ 100%-ით საიმედო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ კომერციულად მისაღები საშუალებები გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ მისი სრული დაცულობის გარანტია.

- გარკვეული პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის დაცვა -

m|group გასცემს პოტენციურ პერსონალურად იდენტიფიცირებად და პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას მხოლოდ მის თანამშრომლებზე, კონტრაქტორებსა და აფილირებულ ორგანიზაციებზე, (i) რომლებსაც ესაჭიროებათ ამგვარი ინფორმაციის ცოდნა მის დასამუშავებლად m|group-ის სახელით, ან m|group-ის ვებგვერდით ხელმისაწვდომი მომსახურებების გასაწევად; და (ii) რომლებიც შეთანხმდნდენ, რომ არ გაუმხელენ ამ ინფორმაციას მესამე მხარეებს. იყენებთ რა m|group-ის ვებგვერდს, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ გადასცემთ ამ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულ პირებს. m|group არ გადასცემს დროებით სარგებლობაში ან არ მიჰყიდის პოტენციურ პერსონალურად იდენტიფიცირებად და პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას რომელიმე მესამე მხარეს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თანამშრომლების, კონტრაქტორების და აფილირებული ორგანიზაციებისა, m|group პოტენციურ პერსონალურად იდენტიფიცირებად და პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას გაამჟღავნებს მხოლოდ სასამართლო უწყების, სასამართლო ბრძანების ან სხვა სამთავრობო ორგანოს მოთხოვმის პასუხად, ან როდესაც m|group პატიოსნად ჩათვლის, რომ ამგვარი გამჟღავნება გონივრულად აუცილებელია თავისი, მესამე მხარეების, ან ზოგადად საზოგადოების ქონების ან უფლებების დასაცავად.

თუ თქვენ ხართ http://www.mgroup.ge-ის რეგისტრირებული მომხმარებელი და მოწოდებული გაქვთ m|group-ისათვის თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, m|group-ს შეუძლია პერიოდულად გამოგიგზავნოთ ელექტრონული წერილები ჩვენი ახალი ფუნქციების შესახებ, გთხოვოთ უკუკავშირი, ან უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგაყენოთ, თუ რა სიახლეებია m|group-სა და მის პროდუქტებში. ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენებს პირველ რიგში ვიყენებთ ახალი ინფორმაციის გამოსაგზავნად, ამიტომ, მსგავსი ელექტრონული წერილების დაგზავნა შემცირებული იქნება მინიმუმამდე. თუ თქვენ გამოგვიგზავნით რაიმე შეკითხვას (მაგალითად სასკონტაქტო მექანიზმის მეშვეობით), ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას გამოვაქვეყნოთ იგი, რაც ჩვენ დაგვეხმარება საკითხის დაზუსტებაში ან შეკითხვაზე პასუხის გაცემაში. m|group ყველა გონივრულად აუცილებელ ზომას მიმართავს, რათა დაიცვას პოტენციური პერსონალურად იდენტიფიცირებადი და პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია უნებართვო წვდომის, გამოყენების, შეცვლის ან განადგურებისაგან.

- Cookies -

ინტერნეტში თქვენი მუშობის გამოცდილების გაფართოებისა და სრულყოფის მიზნით, m|group იყენებს „Cookie“ ფაილებს და სხვა სერვერებიდან მიღებულ მსგავს ტექნოლოგიებსა და სერვისებს, რათა წარმოგიდგონოთ პერსონალიზებული კონტენტი, შესაბამისი სარეკლამო მასალები და შეინახოს თქვენს კომპიუტერზე მორგებული პრეფერენციები.

„Cookie“ არის საინფორმაციო სტრიქონი, რომელსაც ვებგვერდი ინახავს ვიზიტორის კომპიუტერში და რომელსაც ვიზიტორის ბრაუზერი უკან უგზავნის ვებგვერდს  სერვერის თითოეული მოთხოვნისას.

m|group იყენებს „Cookie“ ფაილებს ვიზიტორების იდენტიფიცირებისა და თრექინგის, მათ მიერ http://www.mgroup.ge-ის სარგებლობისა და ვებგვერდზე წვდომის პრეფერენციების მიზნით. m|group-ის ვიზიტორებმა, რომლებსაც არ სურთ იქონიონ „Cookie“ ფაილები თავიანთ კომპიუტერებში, ისე უნდა დააყენონ თავიანთი ბრაუზერები, რომ მათ უარყონ „Cookie“ ფაილები m|group-ის ვებგვერდზე შესვლამდე, მაგრამ, ამას ის ნაკლი გააჩნია, რომ m|group-ის საიტების ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება სათანადოდ ვერ მუშაობდეს „Cookie“ ფაილების დახმარების გარეშე. ჩვენს ვებგვერდზე ნავიგაციის გაგრძელებით თქვენი „Cookie“ სეთინგების შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ „Cookie“ ფაილების გამოყენებაზე m|group-ის მიერ.

- კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებები -

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ცვლილებების უმეტესობა სავარაუდოდ უმნიშვნელო იქნება, m|group-ს შეუძლია პერიოდულად და საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს თავისი კონფიდენციალობის პოლიტიკა. m|group რჩევას აძლევს ვიზიტორებს, ხშირად შეამოწმონ ვებგვერდი კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებებზე. თუ თქვენ აგრძელებთ საიტით სარგებლობას კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებების შემდეგაც, ეს ნიშნავს, რომ თქვენ  ეთანხმებით ამგვარ ცვლილებებს.