გამოწერა

გამოწერა

გამოიწერე შემოთავაზებები

გამოწერა

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

m|group - რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა და საქართველოში სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. 14 წლიანი გამოცდილებითა და დაუღალავი შრომით, კომპანიამ მომხმარებლების კეთილგანწყობა და ნდობა დაიმსახურა.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი როგორც თბილისში, ასევე კახეთშიც (ყვარელი).

როგორც საქართველოს HoReCa სექტორის ლიდერი, m|group იყო პირველი კომპანია დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც 2008 წელს გახდა HACCP-ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO9001:2000 სერტიფიკატის მფლობელი, ხოლო უკვე 2017 წელს ISO 22000:2005-ც მოიპოვა. ამგვარად, m|group-ის სერვისების მუდმივად მაღალი ხარისხის საიდუმლო შემდეგ წესებს ეფუძნება: მომწოდებლებისა და პროდუქტის დეტალური შერჩევა, საერთაშორისო ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებზე დაფუძნებული მკაცრი მონიტორინგი და პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია.

მისია

m|group მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტ ჯგუფია, რომლის მისიაა ქართველ ბაზარზე დასავლური სტანდარტების დანერგვა, მიზანზე ორიენტირება, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება.

ხედვა

m|group არის ლიდერი ბრენდი ქართულ HoReCa სექტორში. აღნიშნული პოზიციის შენარჩუნებასა და გამყარებაში ხელს გვიწყობს შემდეგი სტრატეგიული პრინციპები:

მიზანი
ჯგუფის მიზანია ძლიერი, მოწინავე, ნოვატორული ბრენდის პოზიციის შენარჩუნება და ბაზრის წილის დინამიკური ზრდა, რომელიც დღეისათვის პრემიუმ კლასის HoReCa სექტორში 20%-ს შეადგენს.


ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია