ლანჩ-სერვისი - ახალი მიმართულებაა m|group [smart]-ის საქმიანობაში, რომლის დანერგვაც განაპირობა ბაზრაზე გაჩენილმა მოთხოვნამ დროის ეკონომიის პირობებში სამუშაო ადგილას დროულად მიეღოთ მაღალი ხარისხის, ჯანსაღი და უსაფრთხო საკვები.

 

ლანჩ-პაკეტები მზადდება HACCP სტანდარტის მფლობელ საწარმოში უმაღლესი ხარისხის, ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნითი დაცვით.

 

ლანჩ-პაკეტის ტიპები განსხვავდება ერთმანეთისგან შემადგენლობით და შესაბამისად ფასით. გვაქვს ეკონომიური და პრემიუმ პაკეტები, ასევე ვეგეტარიანული, დიეტური და სამარხვო მენიუ. 

 

ლანჩ-სერვისით უზრუნველყოფა ხდება დათქმულ დროსა და ადგილზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ტრანსპორტირება უფასოა. სტანდარტულ მენიუსთან ერთად, რომლის შედგენისას გათვალისწინებულია აუცილებელი დღიური რაციონი, შესაძლებელია ინდივიდუალური მენიუს შედგენა და მიწოდება.