
ქეითერინგით პროფესიონალური მომსახურების მოთხოვნისთანავე m|group-ის სარესტორნე საქმიანობაში ახალი მიმართულება გაჩნდა - m|catering, რომელიც კვებითი ნაწილით უზრუნველყოფს კორპორატიულ, თუ კერძო ღონისძიებებს თბილისში და მის ფარგლებს გარეთ.
m|catering-ის საოპერაციო ნაწილში ჩართულები არიან ქართული და ევროპული სამზარეულოს წამყვანი შეფ-მზარეულები, რომლებიც ზრუნავენ საკვების გემოვნურ თვისებებზე, ახალი საფურშეტო კერძების შექმნაზე. ქეითერინგის დეკორატორები უზრუნველყოფენ კერძების პროფესიონალურ გაფორმებას და ბუფეტის ვიზუალურ მხარეს. მაღალი სტანდარტის მომსახურებას განაპირობებს m|catering-ის კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, თანამედროვე სარესტორნე ინვენტარი საშუალებას გვაძლევს ქეითერინგის სფეროში დავნერგოთ ნოვაციები და მომხმარებელი მაღალი ხარისხით, წარმატებული ღონისძიებებით უზრუნველვყოთ.
სამზარეულო: ქართული, ხმელთაშუაზღვისპირა, ევროპული, საავტორო, კანაპე, დესერტი, Coffee Break, ღვინის ბარათი.
მომსახურება: ფლორისტის, დეკორატორის, სომელიეს მომსახურება; სადღესასწაულო ტორტი, საავტორო კოქტეილები.








