
m|group-თან თანამშრომლობის და თქვენი პროექტის მართვის უფლების გადმოცემის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ შემდეგ პასუხისმგებლობას:
-ბაზარზე ობიექტის m|group-ის ბრენდის ქვეშ წარდგენა, ოპერირება და რეკლამირება;
-ობიექტის ბუღალტრული ანგარიშგების წარმოება, წარმოდგენა სახელმწიფო საგადასახადო და სხვა დაწესებულებასა, თუ ორგანიზაციაში;
-კონცეფციის განსაზღვრა, კორპორატიული სტილის შემუშავება, ინტერიერის დიზაინი/რედიზაინი, სარეკლამო მასალების განსაზღვრა/უზრუნველყოფა;
-კონცეფციის შესაბამისი მენიუს შემუშავება;
-კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკის შემუშავება;
-ფასდაკლების სისტემის განსაზღვრა;
-საკადრო პოლიტიკის წარმოება;
-შინაგანაწესის განსაზღვრა;
-სახელფასო პოლიტიკის შემუშავება;
-მომსახურე პერსონალის სისტემატური ტრეინინგები სერვისის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
-ობიექტის უმაღლესი ხარისხის, ადგილობრივი პროდუქციით მომარაგება, ბრენდების ექსკლუზიურად დაშვების განსაზღვრა /უზრუნველყოფა;
-ობიექტზე მუსიკალური, ან სხვა გასართობი პროგრამის შერჩევა;
-m|group card (ლოიალური მომხმარებლის Visa Gold, Visa Classic ბარათი) ფასდაკლების სისტემით მომსახურება;
-m|info მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრის მომსახურებით (სარეკლამო, საინფორმაციო, დაჯავშნის სერვისი) უზრუნველყოფა;
-სტანდარტების სამსახურის სრული ჩართულობა სან-ჰიგიენური, ეროვნული და ევროსტანდარტების დაცვის, უვნებელი და ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფის მიზნით;








