
სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – m|group აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით. ჩვენი სურვილია სოციალური დახმარება გავუწიოთ მშობელთა მზრუნველობა მოკლებულ, ობოლ, მძიმედ დაავადებულ და ინვალიდ ბავშვებს, ასევე ოჯახებს, რომელნიც ცხოვრების რთულ პირობებში აღმოჩნდნენ და განსაკუთრებით საჭიროებენ თანადგომას.
ჩვენთვის ქველმოქმედება არის მათი პრობლემებით რეალური დაინტერესება, სიღრმისეული შესწავლა, თანამონაწილეობა, სურვილი და ძალისხმევა დავეხმაროთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასაქმება
- პროფესიული ექსკურსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის
- ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასაქმება
- დახმარება ბედიანის ბავშვთა სახლისთვის
- "მომავლის სახლის" აღსაზრდელები ”მასპინძელო!”-ში








