
m|group - პირველი მენეჯმენტ ჯგუფია აღმოსავლეთ ევროპის HoReCa სექტორში, რომელიც 2008 წელს გახდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001 : 2000 სერთიფიკატის მფლობელი. გერმანული სასერთიფიკატო ორგანიზაცია TUV SUD-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა - ულრიჰ კრაუზემ m|group-ს 2008 წლის 13 სექტემბერს რესტორან “მეტეხის ჩრდილში” საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გადასცა ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
მომხმარებლის მოთხოვნების კვლევამ გვაჩვენა, რომ სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია უვნებელი საკვების მიწოდება. სწორედ ამის გარანტს წარმოადგენს კომპანიაში HACCP-ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის არსებობა. წარმატების მისაღწევად, m|group-მა ტრეინინგების საშუალებით, 1 წლის განმავლობაში მოახდინა პერსონალის კვალიფიკაციის დონის ამაღლება, სტრუქტურული ცვლილებები. აღნიშნული ხორციელდებოდა TUV SUD-ის ექსპერტების დახმარებითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასეთი იყო გზა ჯერ წინასასერთიფიკატო, შემდგომ კი - სასერთიფიკატო აუდიტამდე.








