დღეისათვის სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფში – m|group დასაქმებულია - 573 თანამშრომელი.

 

m|group-ის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, მიზანზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე კადრებით, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ ჯგუფის განვითარებაზე, არსებულ პროექტებში თანამედროვე პროდუქტების და დასავლური სტანდარტების დანერგვაზე, კონცეპტუალური პროექტების მოდელების შექმნაზე.


m|group-ში დასაქმებულები არიან კვალიფიციური, გამოცდილი მენეჯერები, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ მიღებული როგორც ქართულ HoReCa სექტორში, ასევე საერთაშორისო სარესტორნე და სასტუმროების ქსელებში. გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს არსებულ პროექტებში მაღალი ხარისხის სერვისის შენარჩუნებაზე, სტუმრების კეთილგანწყობაზე, ინოვაციების დროულ დანერგვასა და გატარებაზე.