
სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – m|group დაარსდა 2005 წელს. ჯგუფის მისიაა ქართველი მომხმარებლისთვის HoReCa სექტორში დასავლური სტანდარტების დანერგვა. m|group მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტ ჯგუფია, რომლის პრიორიტეტებს წარმოადგენს: მაღალი სტანდარტის მომსახურება, სტუმრებისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება, მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა, ქართული ღირებულებების შენარჩუნება.
ბაზარზე ჩამოყალიბებული მოთხოვნების საპასუხოდ 2008 წელს m|group-მა ერთიანი ბრენდის ქვეშ დაიწყო დივერსიფიცირებული პოლიტიკის წარმოება და დემოკრატიულ ნიშაში ახალი ქვე-ბრენდით - m|group [smart] დამკვიდრდა.
დღეისათვის m|group [smart] მართავს დროული მომსახურების სახინკლე-რესტორნების ქსელს - “მასპინძელო!”. m|group ქოლგა ბრენდის ქვეშ ასევე ოპერირებს ქვე-ბრენდები: m|info, m|catering, m|cake, m|college, რომლებიც გვეხმარება მომხმარებელთან კომუნიკაციაში, სერვისის გაუმჯობესებაში, მომხმარებლისთვის ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების შეთავაზებაში.
m|group 2008 წლის სექტემბერში გახდა ISO 9001 : 2000 HACCP სერთიფიკატის მფობელი პირველი მენეჯმენტ ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპაში.
მომხმარებლის ლოიალობის ხარისხის გასაზრდელად და არსებული მუდმივი მომხმარებლის წასახალისებლად 2007 წელს m|group-მა საქართველოს ბანკთან ერთად განახორციელა ლოიალური მომხმარებლის ბარათის m|group card-ის პროექტი. დღეისათვის ემისირებულია 2000-მდე ბარათი, რომელთა მფლობელები სარგებლობენ სხვადასხვა ტიპის ბენეფიტით.
m|group მომავალშიც გეგმავს ახალი პროექტების განვითარებას ადგილობრივი ნედლეულისა და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით, საერთაშორისო ბრენდების ფრენშაიზინგს საქართველოში და ადგილობრივი ბრენდების ექსპორტს საზღვარგარეთ.








