|
კარგი ვახშამი საუკეთესო რამ არის კეთილგანწყობის, მადლიერების თუ პატივისცემის გამოსახატად. თუმცა ზოგჯერ ტრადიციული ქართული სუფრის მასპინძლებს ავიწყდებათ, რომ ხარისხი რაოდენობაში როდია. ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება მშვენივრად გადმოცემს m|group-ის პროექტის Georgian A La Carte კონცეფციას. Georgian A La Carte გახლავთ ტრადიციულის თანამედროვე გააზრება, ევროპული ტენდენციები ქართულ სუფრაზე.
პროფესიონალების მიერ დაბალანსებული გემოთა ჰარმონია თუ შეხამებული კერძების კალორიულობა, შესანიშნავი მიგნებაა ჭეშმარიტი გურმანებისთვის, რომელთათვის "მრავალფეროვანი" არ ნიშნავს "ბევრს." ერთ თეფშზე მოთავსებული ულუფა, კარგად შეხამებული კერძების მომცრო ნიმუშებისგან შედგება. მიირთვით ყველაფერი და არაფერი ზედმეტი. თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი თევზი რომელ საწებელთან სჯობს და რა ღვინო მიირთვათ იმერულ სულგუნთან. ამიტომ Georgian A La Carte ასევე საუკეთესო საშუალებაა უცხოელი სტუმრისთვის ქართული, ნაციონალური სამზარეულოს წარსადგენად. გარდა ამისა, იგი ესთეტურად და პრაქტიკულად გახლავთ სერვირებული და მოხერხებულია ოფიციალური მიღებისა თუ წვეულებებისათვის.
კონცეფცია: თანამედროვე ფორმითა და დეკორით წარდგენილი ტრადიციული ქართული კერძები
ფორმატი: ინდივიდუალურად მორთმეული 4 კერძისგან შემდგარი სადილი
დეკორი: თანამედროვე დიზაინით დეკორირებული ქართული კერძები
სამზარეულო: ქართული
დამატებითი მომსახურება: ქართულ და ინგლისურ ენაზე მოსაუბრე მომსახურე პერსონალი სტუმრებს დაეხმარება მათთვის სასურველი კერძის შერჩევასა და კერძების ერთმანეთთან მისადაგებაში. პროფესიონალი სომელიე სტუმრებს შეარჩევინებს კერძის შესაბამისი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის სახეობას
რესტორნები და სასტუმრო სადაც წარმოდგენილია პროექტი: მეტეხის ჩრდილში, პურის სახლი, კლუბ-რესტორანი Two Side Party Club, კურორტი ყვარლის ტბა.
|