|
მათ ვინც სამზარეულოში მეტისმეტ ეგზოტიკას არ არის ჩვეული, თეკუნა გაჩეჩილაძე და გიორგი ჭინჭარაშვილი ახალი ამერიკული სამზარეულოს დასაგემოვნებლად იწვევენ. დახვეწილი აზიური და ფრანგული პროექტების განხორციელების შედეგ, მათ შემოქმედებაში გაჩნდა ნოსტალგია ნიუ იორკულ დემოკრატიაზე, რის შედეგადაც შეიქმნა პირველი LOFT ქართულ გასტონომიულ კულტურაში.
თეკუნა გაჩეჩილაძე - დედა მხატვარი მყავდა ბოჰემური მიდრეკილებები მისგან დამყვა. მამა უფრო მიწიერი საქმიანობით იყო დაკავებული ტრანსპორტის დარგში მუშაობდა. სწორედ მან მთხოვა აქ ჩამოვსულიყავი, ამ საქმეში ყველაზე მეტად ტემპი, მუდმივი ძიება და ცვლილება მომწონს და რაც მთავარია ის, რომ ჩემი შრომის შედეგს მყისიერად ვხედავ.
ტრადიციული ამერიკული სამზარეულო არც ისე მდიდარი გახლავთ. მაგრამ ნიუ-იორკი დიდი გამონაკლისია. თითქმის ყველა რესტორანი მსოფლიოს დედაქალაქში სხვადასხვა სამზარეულოს წარმოუდგენელ მიქსს, სხვადსხვა ქვეყნების ტრადიციული, ნაციონალური კულინარიის ფიუჟენს წარმოადგენს. ერთ რესტორანში შეგიძლია შეუკვეთო პასტა, პიცა და მათთან ერთად მექსიკური ან ჩინური კერძები. და ყველაზე საინტერესო ის გახლავთ რომ ეს ყველაფერი არა ტრადიციული კლასიკური რეცეპტით, არამედ ნიუ-იორკული ინტერპრეტაციით გახლავთ შესრულებული. ასეთ რესტორნებში როგორც წესი გარემოც ეკლექტურია, უშუალო განწყობა სუფევს. სწორედ ეს, წმინდა ნიუ-იორკული თავისუფლება, გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო. თავისუფლება, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და არაფერი იკარგება.
როდესაც LOFT - ის პროექტს ვამუშავებდით, პირველ რიგში მინდოდა ხმაურიანი, დემოკრატიული, უბრალო ადგილი გამეკეთებინა, სადაც მეგობრები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, სადაც ნებისმიერი ასაკის, ყველანაირი გემოვნებისა და პრიორიტეტების მქონე ადამიანის გამასპინძლებას შევძლებდით.
გიორგი ჭინჭარაშვილი – ეს გახლავთ შეფ–მზარელი, რომლისთვისაც მთავარი მის შემოქმედებაში იმპროვიზაციაა. იმპროვიზაცია, როგორც ქართული ისე უცხოური სამზარეულოს სამყაროში. გიორგი ჭინჭარაშვილი კარგად იცნობს სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ საიდუმლოებებს.
|