TanamSromlebis
raodenoba:
450
stumrebis raodenoba
dReSi:
1275
proeqtebis saerTo
farTobi kv.m:
11,856
proeqtebis
raodenoba:
6
tranzaqciebis
raodenoba dReSi:
274
   


mandari

ი. მოსაშვილის ქ. 11, თბილისი

რეზერვაცია: (+995 32) 230 30 30




"მანდარი"m|group-ის კიდევ ერთი საინტერესო და ორიგინალური პროექტი გახლავთ. მას მერე რაც ქართული სუფრის საგანძური - უკვე თითქმის დავიწყებას მიცემული ძველი ხალხური სამზარეულო ისტორიიდან აწმყოს ატრიბუტად იქცა, m|group-ი ქართველ და არამხოლოდ ქართველგურმანებს ეროვნული სამზარეულოს განახლებულ, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით გადამუშავებულ FUSION ვერსიას აცნობს.


ჯერ თვალი ჭამს - ამ ქართული გამოთქმის მნიშვნელობას მაშინვე მიხვდები, როგორც კი ახალ რესტორან "მანდარის" კარს შეაღებ. ის რაღაცით ბინას მოგაგონებთ - მყუდრო, შინაურული, ცოტათი სალონური, ყველაფერი ძალიან ნაცნობია და თანაც იმავდროულად ძალიან ახალი - როგორც ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველი. მე-19 საუკუნეში ასეთ სახლებში იკრიბებოდნენ თერგდალეულები, ჟღერდა რომანსები და სალონური მუსიკა. რაც მთავარია სწორედ ასეთ, კამერულ მყუდროებაში იბადებოდა ეპოქალური მნიშვნელობის აზრები. სწორედ ასეთ გარემოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ m|group-ის ნოვაცია. ეწვიეთ რესტორან "მანდარის" და შეეცადეთ იპოვნოთ ზღვარი ძველსა და ახალს, წარსულსა და მომავალს შორის. ქართული FUSION ეს გახლავთ თანამედროვეობას მორგებული ეროვნული გემო. ტრადიციულ კერძების მომზადების განსხვავებული ტექნოლოგია სიმსუბუქეს და სიჯანსაღეს სძენს, "მანდარი" ეს გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ტენდენციების მიქსი ეროვნულთან.


რესტორნის ინტერიერი რამდენიმე ზონისგან შედგება. ისინი ბინის სხვადასხვა ოთახებს მოგაგონებენ - სალონებში სტილთა ჰარმონიულ FUSION- ქმნის კლასიკური ქანდაკებების დეკორატიული ასლები, სინები და წმინდა კავკასიურ ყაიდაზე ხალიჩაგადაკრული ტახტები, ულტრათანამედროვე შავი კედლები და ძველებური ჰაეროვანი თეჯირები.


გამორჩეული შემთხვევების აღსანიშნავად "მანდარის" სასადილო ოთახს გირცევთ - აქ მეცხრამეტე საუკუნის პატრიარქალური სიმშვიდის გარემოში დააგემოვნებთ ტრადიციული ქართული ტრაპეზის ახალ გემოს ქართულს FUSION -. თქვენ ეს ყველაფერი გაგისინჯავთ - მაგრამ ყველაფერი ისე ახალია!


რესტორნის დიზაინი ახალგაზრდა დიზაინერს, ქართული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეს, ჯაბა დიასამიძეს ეკუთვნის. მან იგი არქიტექტორთან და თანამოაზროვნესთან ლიზა ხუნდაძესთან ერთად განახორციელა. ჯაბა დიასამიძე თვლის რომ თავადაც ქართული FUSION-ის ნიმუში გახლავთ. მისი ცხოვრება სწორედ ამ ნიშნითაა გამორჩეულუ. საუკუნის დასაწყისში, როცა მისმა ბაბუამ სხვა მრავალ ქართველთან ერთად იძულებით დატოვა სამშობლო, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ადამიანის ბედთან ერთად ისტორია ყოფის კულტურასაც ცვლის. ემიგრაციამ სამშობლოსთან განშორების ნოსტალგიასთან ერთად უამრავი სიახლეც განაცდევინა, მერე იყო ფრანგი ქალის სიყვარულიც. ქართულ-ფრანგული ოჯახი საუკუნის შუაგულში ისევ საქართველოში დაბრუნდა. მაშინ ფრანგი ქალის სამზარეულოში ბუნებრივად გადაერია ერთმანეთს, პროვანსული და მეგრული, შამპანური და იმერული არომატები, გემოები და ნიუანსები, მესამე თაობა კი კვლავ პაროზში აღმოჩნდა - ისტორიამ ერთ ტაფაში მანამდე წარმოუდგენელი რამეების შეთავსება და გადაზავება შეძლო. ეს მისი თვისებაა - გამუდმებით ცვლის სამყაროს და გვიტოვებს მხოლოდ საუკეთესოს. პირველი ქართული FUSION რესტორანი "მანდარიც" სწორედ ამის ნიმუში გახლავთ.






კონცეფცია:

თანამედროვე ქართული რესტორანი

ინტერიერი:

ეკლექტური, ქართულ-ევროპული ელემენტებით



სამზარეულო:

 თანამედროვე ქართული

 

შეფ-მზარეული:


საფირმო კერძი:
 შემწვარი გოჭი პეკინურად

ადგილების რაოდენობა დარბაზში:

60

ადგილების რაოდენობა ტერასაზე:

30



სამუშაო საათები:

18:00 - 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)

დამატებითი მომსახურება:

ბიზნეს ლანჩი წინასწარი შეკვეთით

ანგარიშსწორება შესაძლებელია: